evolution-logo
evolution-logo

სახალხო დამცველის სიტყვა დისკრიმინაციის წახალისებაზე

English transation

სახალხო დამცველმა ევოლუშენ ჯორჯიას დისკრიმინაციული გარემოს აღმოსაფხვრელად ზოგადი წინადადებით მიმართა

2024 წლის 02 ივლისს „მაუწყებელმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „ევოლუშენ ჯორჯიას მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერის სქრინები, რომლებიც შპს ევოლუშენ ჯორჯიაში მენეჯერების მხრიდან დაქვემდებარებულისადმი ფიზიკურ ძალადობაზე მოწოდებას, რასისტულ, სექსისტურ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ, ფიზიკურ გარეგნობაზე დამცინავ დამოკიდებულებას აჩვენებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიმოწერები შეიცავს ისეთ შინაარსს, რაც, შესაძლოა, ხელს უწყობდეს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წახალისებასა და ნორმალიზებას.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს და გმობს დისკრიმინაციის წახალისების შესახებ ამ საქმეში განხილულ ფაქტებს (მიმოწერის სქრინებს). ფაქტების შინაარსი, განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის წამახალისებელი ქმედებები, მიუთითებს, რომ კომპანიაში დისკრიმინაციული გარემოს მიმართულებით რიგი პრობლემებია და დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

აქედან გამომდინარე, 01 ნოემბერს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა ევოლუშენ ჯორჯიას:

- შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, კანდიდატს გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ პირთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დებულებების, არამედ თანასწორობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ;

- უზრუნველყოს თანამშრომელთა სისტემატური გადამზადება თანასწორობის პრინციპისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობით, დროულად და ეფექტიანად აღსრულება.

წინადადების შესასრულებლად კომპანიას 20 დღის ვადა მიეცა.

სახალხო დამცველის გადაწყვეტილება მიუთითებს ევოლუშენ ჯორჯიას მცდარ პოზიციაზე. როგორც მოგეხსენებათ, ის მენეჯერების მიმოწერას ცალკეული მენეჯერების ინდივიდუალურ „ცუდ ყოფაქცევად“ აფასებდა და უარყოფდა კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციაზე თვალის დახუჭვას მაშინ, როცა სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ასეთი მიმოწერის არსებობა კომპანიაში დისკრიმინაციული გარემოსა და დასაქმებულთა დისკრიმინაციისგან დასაცავად არასაკმარისი ღონისძიებების შედეგია.

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე 👇

🔗 https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelma-shps-evolushen-jorjias-diskriminatsiuli-praktikebis-tsakhalisebis-aghmofkhvrisken-moutsoda