evolution-logo
evolution-logo

სახალხო დამცველის სიტყვა დისკრიმინაციის წახალისებაზე

English transation

ევოლუშენ ჯორჯიამ გაფიცული უკანონოდ გაათავისუფლა

ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულმა თორნიკე ყველიაშვილმა 6 ნოემბერს შეტყობინება მიიღო ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

გარდა იმისა, რომ გაფიცულის სამსახურიდან გათავისუფლება პირდაპირ არღვევს შრომის კოდექსის 68-ე მუხლს (1. გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება, მიჩნეული იყოს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა), ეწინააღმდეგება 27 აგვისტოს თავად კომპანიის მიერ გაგზავნილ წერილს, რომლითაც გაფიცულებს საგანგებოდ ატყობინებდა, რომ გაფიცვის საფუძვლით შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო და გაფიცვის პერიოდი შრომითი ხელშეკრულების ვადაში არ ჩაითვლებოდა.

თორნიკემ 11 ნოემბერს უკვე მიმართა სარჩელით სასამართლოს და იქ დაამტკიცებს თავის სიმართლეს.

ეს გათავისუფლება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევოლუშენ ჯორჯიას მენეჯმენტის ფარისევლობას, იმას, რომ არაფრად აგდებენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც შრომის კოდექსს და არც საკუთარ სიტყვებს. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ იქნებიან ინფორმირებულები როგორც შვედეთის, ისე საერთაშორისო პროფკავშირები.

იხილეთ Facebook-ზე 👇

🔗 facebook.com/TradeUnionLABOR/...